Thursday, May 24, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
ოთახის სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა.

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) პროექტის იდეა არის, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, შესწავლილი თემების განმტკიცება და პრაქტიკაში გამოყენება.( მართკუთხედის ფართობი,მართკუთხა პარალელეპიპედის სრული ზედაპირისა და გვერდითი ზედაპირის ფართობი,მონაცემთა შეგროვების სხვადასხვა ხერხები.
 3.პროექტის აქტუალობა: ეს სასწავლო პროექტი მოსწავლეთათვის არის აქტუალური, რადგან ცხოვრებისეულ პრობლემებს ეხება. ამ პროექტზე მუშაობის შემდეგ მათ ექნებათ გარკვეული ცოდნა და შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ ბინის (ოთახის ) ან საკლასო ოთახის რემონტის დაგეგმვაში.
 4.პროექტის მიზნები: ეროვნული სასწავლო გეგმით მითითებული პუნქტების მიზნები: ფიგურთა ურთიერთშეთავსებით ფართობების შედარება, შეფასება.ფიგურათა კომბინაციით მიღებული ფიგურის ფართობის გამოთვლა.მართკუთხა ობიექტის ფართობის გამოთვლა. სივრცული ფიგურების ერთმანეთისაგან განსხვავების უნარი. მონაცემთა მოპოვება: შეკითხვებით, დაკვირვებით, არჩევანის დასაბუთება.
 5.მონაწილეთა ასაკი:მეექვსე კლასის მოსწავლეები
; 6.ვადები ხანგრძლივობა:2-3 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები რაც შეიძლება შეიქნას: მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს ფართობის სხვადასხვა ერთეულებს, ამოიცნობს და აღწერს გეომეტრიულ ფიგურებს, ამზადებს მართკუთხა პარალელეპიპედს და კუბს, რელურ ვითარებაში პოულობს მართკუთხა ობიექტის ფართობს და შედეგს წარმოადგენს შესაფერის ერთეულებში, ახდენს მზა ანკეტით რესპოდენტთა გამოკითხვას. ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას და იყენებს მას, ასაბუთებს თავის არჩევანს.
 8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სარემონტო ოთახი, საწერი და სახაზავი საშუალებები,სიგრძის საზომი ლენტი, კალკულიატორი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
 1) ოთახის გეგმის დახაზვა შესაბამისი მასშტაბით;
 2) ოთახის კედლების, ჭერის იატაკის ფართობის გამოთვლა;
 3) რემონტის მასალის ჩამონათვალის გაკეთება;
 4) სარემონტო მასალის ფასების დადგენა;
 5) სარემონტო სამუშაოების შემსრულებელთა მოძიება და ფასებზე შეთანზხმება;
 6) სრული ხარჯის აღრიცხვა;
 7) პრეზენტაციის გაკეთება.
 8) პროექტის განხორციელებისა და მიღწეული შედეგების შეფასება(მასწავლებლის მიერ). 10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
11. პროექტის ხელმძღანელი: ეკა სიმონიშვილი
 12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:ekasimonishvili5@gmail.com
 13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

ვიდეო

ვიდეო

სურათები